დაამატე ფოთლოვანი სასუქები მცენარეთა კვების პროგრამაში

სოფლის მეურნეობა ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა მხრივ იზღუდება. მეტი შეზღუდვები და რეგულაციები, რაც ეხება გარემოსა და კლიმატზე ზემოქმედებას, ძლიერ გავლენას ახდენს ფერმერობაზე. ზოგიერთ ამ საკითხზე პასუხი შეიძლება იყოს ფოთლოვანი სასუქი, როგორიცაა WUXAL.

 

ფოთლოვანი სასუქები ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მაღალხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად, ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურაში. მათი გამოყენებით მიღებული სარგებელი და ეფექტურობა, აქცევს მას თქვენი მცენარეების იდეალურ სასუქად და თქვენთვის მნიშვნელოვან იარაღად დღევანდელ, გამოწვევებით სავსე აგრობიზნესში.

დაიცავი რეგულაციები

დღესდღეობით, სასუქებთან დაკავშირებით, რეგულაციები კიდევ უფრო მკაცრდება. თითოეულ ჰექტარზე გამოსაყენებელი სასუქის მაქსიმალური ხარჯვის ნორმები მცირდება დროდადრო, გარემოს დაცვის მიზნით. ფოთლოვანი სასუქების გამოყენებით თქვენ გაცილებით მოქნილი ხართ, ვიდრე მხოლოდ ტრადიციული, ნიადაგში შესატანი სასუქებით. საკვები ნივთიერებები მიეწოდება მცენარეს მეტი ეფექტურობით. 

დაიცავი გარემო

თქვენ, როგორც ხორბლის, კარტოფილის ან სხვა ძირითადი საკვების მწარმოებელი ხართ დილემის წინაშე. ერთის მხრივ, თქვენ უნდა მიიღოთ მაქსიმალური ხარისხის და მოცულობის მოსავალი, მეორეს მხრივ, კი გაითვალისწინოთ თქვენი საქმიანობის გავლენა გარემოზე. ფოთლოვანი სასუქების გამოყენებით, თქვენ მინიმუმამდე დაგყავთ გრუნტის წყლებსა და ნიადაგზე გავლენა. 

გაუმკლავდი რთულ პირობებს 

ექსტრემალური ამინდი, ხანგრძლივი და მშრალი პერიოდები წარმოადგენს სირთულეს თქვენი მცენარეებისთვის დღესდღეობით. ეს პირობები თქვენი მცენარეებისთვის დიდი სტრესია და თქვენი წარმატებისთვის გასათვალისწინებელ რისკს წარმოადგენს. მსგავს კლიმატურ პირობებში გრანულირებული სასუქები ნაკლებად ეფექტურია, თუ საერთოდ იმუშავა. ფოთლოვანი სასუქები, როგორიცაა WUXAL, არის სწრაფი, სანდო გზა აღნიშნულ პირობებში თქვენი მოსავლის დასაცავად.

მიიღეთ მეტი სარგებელი თქვენი ინვესტიციიდან 

მცენარეს სჭირდება ზოგიერთი საკვები ნივთიერება, ლიმიტირებული დოზებით, მცირე რაოდენობით (გ/ჰა). რატომ უნდა გამოიყენოთ ზედმეტი საკვები ნივთიერებები ნიადაგიდან შეტანისას, როცა შეგიძლიათ პირდაპირ ფოთლიდან მიაწოდოთ მცენარეს საჭირო რაოდენობით? თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაკლები სასუქი და მიიღოთ უკეთესი ეფექტი, მზარდი და ჯანსაღი მცენარე. გამოიყენეთ თქვენი ფინანსები გონივრულად და გაითვალისწინეთ ფოთლოვანი სასუქები მცენარეთა კვების პროგრამაში. 

მიიღე სიღრმისეული ცოდნა 

  • შეადარე ფოთლოვანი და ნიადაგის სასუქების ეფექტურობა
  • იხილე ციფრებში ზემოთ მოცემული საკითხები 
  • გაიგე რატომ უნდა გაითვალისწინო ფოთლოვანი სასუქები მცენარეთა დაცვის პროგრამაში

 

ჩამოტვირთე ინფოგრაფიკა

შემოსავლის შენარჩუნება მცირე რესურსით 

თუ აუცილებლად უნდა დაზოგოთ სასუქები, დარწმუნდით, რომ მცენარეს ყოველთვის ექნება საჭირო რაოდენობის საკვები ნივთიერებები, მოსავლის უზრუნველსაყოფად. ფოთლოვანი სასუქები მეტად ეფექტურია, ვიდრე ნიადაგიდან მოქმედი სასუქები. ასე რომ, ამ სიტუაციაში რატომ არ გავზარდოთ ფოთლოვანი სასუქების პროცენტულობა მცენარეთა კვების პროგრამაში? ამით თქვენ მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს, თქვენს ხელთ არსებული რესურსებით.

დაგვიკავშირდით

დაუკავშირდით ჩვენს ექსპერტებს და შეიტყვეთ მეტი ვუქსალის ფოთლოვანი გამოკვების შესახებ, თუ როგორ შეუძლია მას დაგეხმაროთ ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებაში. 

დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ნობლექსი„

კახეთის გზატკეცილი N 155;

0190 თბილისი, საქართველო ტელ: 2 500 900  

www.agrosphere.ge

 

მთავარ გვერდზე გადასვლა 
WUXAL Logo

AGLUKON Spezialduenger GmbH & Co. KG

Heerdter Landstraße 199
40549 Duesseldorf, Germany

Phone:  + 49 211 - 50 64 237
info (at) aglukon.com

© 2024 AGLUKON